სათამაშო პოზიციები [რედაქტირება]
მოედანზე რაგბის გუნდი 15 კაცისაგან შედგება. აქედან 8 ფორვარდია (პოზიციები 1-დან 8-მდე), 7 კი ბეკი ანუ უკანახაზელი (9-15). გუნდს უფლება აქვს, მოახდინოს 7 შეცვლა. შესაბამისად, გუნდში 7 სათადარიგო მოთამაშეცაა. განსაკუთრებული შემთხვევაა სისხლის წამოსვლა, რომლის დროსაც დაშავებული ვალდებულია, დაუყოვნებლივ დასტოვოს მოედანი და დაბრუნდეს მოედანზე დახმარების აღმოჩენის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში. ამ დროს ეს მოთამაშე შეიძლება დროებით შეიცვალოს სამარქაფოთი. თუკი დაშავებული 15 წუთის განმავლობაში უკან დაბრუნდება და სამარქაფოს ჩაენაცვლება, მაშინ შეცვლა არ ჩაითვლება შესრულებულად.
ფორვარდები მონაწილეობენ დერეფნებსა და შერკინებებში.
| რაგბის პოზიციები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
15 ფულბეკი, 11 მარცხენა ფრთა, 14 მარჯვენა ფრთა, შ შუამარბი (13), 10 პირველი პივოტი, 12 მეორე პივოტი, 9 ჰავბეკი
1 მარცხენა ბურჯი, 3 მარჯვენა ბურჯი, კ კვაჭი (2), მხ მხტომელი (4 5), მარბიელი (6), მღლეტელი (7), რვა ნომერი (შემკვრელი) (8)
უ უნივერსალი [ბეკიცა და ფორვარდიც]
უბ უნივერსალი ბეკი [ ` გარდა], უფ უნივერსალი ფორვარდი
datovet komentarebi
ReplyDelete