Wednesday, June 2, 2010

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წარადგენს საფრანგეთს რაგბიში. ისინი ყოველწლიურად ეჯიბრებიან ინგლისის, ირლანდიის, იტალიის, შოტლანდიისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს ექვსი ერის ჩემპიონატში. მათ მოგებული აქვთ ჩემპიონატი თექვსმეტჯერ ღიად, ხოლო რვაჯერ - განაწილებულად. ასევე აქვს შესრულებული დიდებული შლემი.

საფრანგეთი აღიარებულია ევროპაში ერთ-ერთუ უძლიერეს ნაკრებად. 2009 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, იგი მეხუთე ადგილზეა მსოფლიოს მაშტაბით. ექვსი ყოფილი ფრანგი მოთამაშე მოხვედრილია საერთაშორისო რაგბის დიდების დარბაზში, აქედან ერთ-ერთი, ფილიპ სელა მოხვედრილია ასევე IRB-ის დიდების დარბაზში. საფრანგეთს ასევე აქვს საუკეთესო გამარჯვების მონაცემები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ნაკრებებს შორის, როდესაც თამაშობდა სატესტო მატჩებს სამი ერის თასის მოწინააღმდეგეებს შორის.

საფრანგეთში რაგბი პირველად გამოჩნდა 1872 წელს, ბრიტანელების მიერ. 1906 წლის ახალი წლის დღესეროვნულ ნაკრებმა ითამაშა პირველი სატესტო მატჩი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, პარიზში. საფრანგეთის სპორადულად თამაშობდა ბრიტანულ Home Nations-ში, მანამ სანამ შეუერთდებოდა ხუთი ერის ჩემპიონატზე(ახლა ექვსი ერის ჩემპიონატი) 1910 წელს. საფრანგეთმა ასევე მონაწილეობა მიიღო რაგბის შეჯიბრებაში ადრეულ ზაფხულის ოლიმპიადაში, რაც დასრულდა ოქროს მედლის მოგებით 1900 წელს და ორი ვერცხლის მედლის მოგებით 1920-იან წლებში. საფრანგეთი ძლიერ გაძლიერდა 1950-იან და 1960-იან წლებში. პირველი ხუთის ერის თასიც ამ პერიოდში, 1959 წელს, წმინდად მოიგეს. 1968 წელს მოიგებს პირველი დიდებული შლემი.1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, საფრანგეთს ყველა საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახული აქვს. მათ მიაღწიეს ფინალამდე ორჯერ. 1987 წელს წააგას All Blacks-თან[1], ხოლო 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდნენ ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებთან. საფრანგეთი გამოვიდა 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც, მსგავსად 2003 წლის ჩემპიონატისა, ნახევარფინალში დამარცხდა ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან

საფრანგეთი ტრადიციულად თამაშობს ლურჯ მაისურებში თეთრი შორტებითა და წითელი გეტრებით და მას უბრალოდ მიმართავენ, როგორც les tricolores ან les bleus. საფრანგეთის ნაკრების ემბლემა არის ოქროს მამალიწითელი ბიბილოთი და ფონით. მათი სათადარიგო ფორმა შეთხზულია თეთრი მაისურით, ლურჯი შორტებითა და ამავე ფერის წინდებით. საერთაშორისო მატჩები ტარდება ქვეყნის სხვადასხვა არნებზე; სტად დე ფრანსიპარიზის გარეუბან სენ-დენიში გამოყენებულია ექვსი ერის ჩემპიონატის მატჩების ჩასატარებლად. ასევე ატარებენ მატჩებს ველოდრომზე, მარსელში, რაც ნაკრებისთვის მნიშვნელოვან მოგონებებს უკავშირდება. ამ სტადიონზე მათ მხოლოდ ორი წაგება აქვთ: 2004 წელს არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან, ხოლო 2009 წელს ახალი ზელანდიის ნაკრებთან.




საფრანგეთი უელსის წინააღმდეგ, ექვსი ერის ჩემპიონატის მატჩი

რაგბი საფრანგეთში პირველად გამოჩნდა 1872 წელს, ინგლისელივაჭრებისა და სტუდენტების მიერ[2]. იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთი იყო წარდგენილი 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე და მოიგეს ოქროს მედლები[3], მათი პირველი ოფიციალური ტესტ მატჩი არ ჩატარებულა 1906 წლის ახალი წლის დღემდე. ამ დღეს მათ ითამაშესახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებთან, პარიზში[4]. ამის შემდეგ, საფრანგეთმა დაიწყო საერთაშორისო მატჩების ჩატარება ბრიტანულ Home Nations-ში, მანამ არ შეუერთდებოდა ხუთი ერის ჩემპიონატზე(ამჟამად ექვსი ერის თასი) 1910 წელს. 1913 წელს, საფრანგეთი პირველად დაუპირისპირდა სამხრეთ აფრიკისეროვნულ ნაკრებს, სადაც დამარცხდა 38-ით 5.[5]. საფრანგეთი ასევე გავიდა 1920 წლისა და 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიადებზე და ორივეგან დამარცხდა აშშ-ის ეროვნულ ნაკრებთან ოქროს მედლისთვის საბრძოლო მატჩი. ვიკი ლედონმა გაიტანა გამარჯვების ბურთი[3].

1932 წელს, საფრანგეთი გამოგდებული იქნა ხუთი ერის თასიდან, მიზეზი კი იყო საფრანგეთის ლიგის პროფესიონალიზმი იმ დროისთვის, როცა რაგბი იყო მკაცრად დილეტანტური[6][7]. ნაკრები იძულებული იყო, რომ ეთამაშა შედარებით სუსტ მოწინააღდეგესთან, ამიტომ საფრანგეთი გავიდა მოგებების სერიაზე; 1931 წლიდან 1936 წლამდე, ნაკრებმა ზედიზედ მოიგო ათი თამაში. ეს მოგებების სერია კვლავ საუკეთესოა საფრანგეთისთვის[8]. 1939 წელს, საფრანგეთი კვლავ მიიწვეს ხუთი ერის თასზე, თუმცამეორე მსოფლიო ომი გა,პ. 1947 წლამდე არ გამოსულა[7].

საფრანგეთი ძლიერ გაძლიერდა 1950-იან და 1960-იან წლებში. სწორედ ამ პერიოდში მოიგებს მათ პირველი ხუთი ერის ჩემპიონატი და წარმატებულად დაასრულეს სამხრეთ აფრიკის ტური.[7]. პირველი ჩემპიონატი მოიგო 1954 წელს, როდესაც წოდება გაუზიარა ინგლისისა და უელსის ნაკრებებს (ანუ გაიმაჯრვა სამმა ნაკრებბმა)[7][9]. საფრანგეთმა პირველი ხუთი ერის თასი წმინდად (ანუ მხოლოდ მან გაიმარჯვა ჩემპიონატში) 1959 წელს მოიგეს, სამი მოგებითა და ერთი ფრით (ინგლისის წინააღმდეგ)[9].

საფრანგეთი გახდა პირველი ეროვნული ნაკრები, რომელმაც ჩაატარა სამხრეთ აფრიკის ტური სატესტო თამაშების მოგების სერიით, 1958 წელს. სპრინბოკები[10] ასევე ეწვივნენ პარიზს 1961 წელს, თუმცა სატესტო მატჩი არ ჩატერებულა მოთამაშეებს შორის მოედანზე მომხდარი ჩხუბის გამო. საფრანგეთმა ასევე ჩაატარა ტური ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში 1961 წელს, სადაც All Blacks-ის წინააღმდეგ ორივე მატჩში დამარცხდა, მაგრამ გამარჯვება მოიპოვა კენგურუების[11] წინააღმდეგ. მათ მოიგეს თავიანთი პირველი დიდებული შლემი 1968 წელს, საფრანგეთმა დაამარცხა ოთხივე მოწინააღმდეგე და მოიგო მრავალი წოდება ამ წელს[9]

1977 წელს, ნაკრებმა მოიგო მათი მეორე დიდებული შლემი[9]. ამ წელს, მათ ასევე დაამარცხეს All Blacks ტულუზაში, მაგრამ წააგო მეორე მატჩი პარიზში[9]. ბასტილიის დღეს, 1979 წელს, მათ დაამარცხეს All Blacks პირველად ახალ ზელანდიაში, ედენ პარკში, ოკლენდი[12].

1981 წელს, საფრანგეთმა მოიგო მისი მესამე დიდებული შლემი; ტვიკენჰემის სტადიონიზე დაამარცხეს ინგლისი[9]. მათ ასევე დააგვირგვინეს დიდებული შლემი 1987 წელს, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინადრეს. ამ ტურნირში, საფრანგეთმა მოუგო ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს ნახევარ-ფინალში და დაუპირისპირდა All Blacks-ის ფინალში, ედენ პარკში, ოკლენდი. საფრანგეთმა წააგო 29-ით 9. შემდეგ წელს, მათ გაუზიარეს ხუთი ერის თასის ჩემპიონობა უელსის. ასევე მოიგეს 1989[9].

1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, საფრანგეთმა უმასპინძლა რამოდენიმე სატესტო თამაშს. ამ წელს საფრანგეთს არ გაუმარლა და მეოთხედფინალიდან გამოაგდო ინგლისის ნაკრებმა, პარკ დე პრენსზე, პარიზი. 1993 წელს, ნაკრებმა მოიგო ხუთი ერის ჩემპიონატი. შემდეგ წელს, საფრანგეთმა მოიგო სატესტო მატჩი 2-0[13]. 1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, საფრანგეთის დამარცხდა სპრინბოკებთან და გამოეთიშა ჩემპიონატს ნახევარფინალიდან, მაგრამ მესამე ადგილისთვის მატჩში დაამარცხეს ინგლისის ნაკრები. საფრანგეთმა ითამაშა ორი სატესტო მატჩი All Blacks-ის წინააღმდეგ. პირველი მატჩი ჩატარდა ტულუზაში და გაიმარჯვა 22-ით 15, ხოლო მეორე მატჩი ჩატარდა პარიზში და დასრულდა 37-ით 12, All Black-ის სასარგებლოდ. 1997 და 1998 წლებში, საფრანგეთმა ზედიზედ ორჯერ მოიგო დიდებული შლემი. 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისნახევარფინალში, მათ დაამარცხეს ტურნირის ფავორიტი All Blacks, მაგრამ წააგა ფინალში კენგურუებთან[9].

2000 წელს, ხუთი ერის ჩემპიონატი გაფართოვდა და დაემატა იტალიის ეროვნული ნაკრები, ამიტომ ეს ჩემპიონატი გახდა ექვსი ერის თასი. 2002 წელს, საფრანგეთმა მოიგო ექვსი ერის თასის დიდებული შლემი[9]. 2003 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, ავსტრალიაში, ისინი გავიდნენ ნახევარფინალამდე, სადაც დამარცხდნენ ყოფილ ჩემპიონ ინგლისთან. 2004 წელს, ნაკრებმა მოიგო მეორე ექვსი ერის თასის დიდებული შლემი, რომელსაც მოყვა 2006 წელს ჩემპიონობა და წარმატებული თავდაცვა 2007 წელს[9]. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა საფრანგეთის 17-ით 12. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი მაინც გავიდა მეოთხედფინალში და დაუპირისპირდა All Blacks-ს, რომელიც 20-ით 18 დაამარცხა, შემდეგ კი, ნახევარფინალში, ინგლისთან დამარცხდა 14-ით 9. მესამე ადგილისთვის მატჩში, საფრანგეთი კვლავ დამარცხდა არგენტინასთან 34-ით 10.

მაისური

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისური ტრადიციული გალურუ მამლისსიმბოლოთი

1912 წლამდე, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისური (უნიფორმა) იყო თეთრი ორი ბეჭდით, ერთი წითელი და მეორე ლურჯი. 1911 წლის შემდეგ, როდესაც საფრანგეთმა პირველად მოუგო შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს, საფრანგეთის კაპიტანმა, მარსელ კომუნიმ მოითხოვა, რომ მათ სიმბოლოდ აერჩიათ საფრანგეთის ისტორიული ემბლემა - coq gaullois (გალური მამალი)[14]. გალური მამალი იქნა არჩეული, რადგან იგი მიჩნეული იყო ამაყ და მებრძოლ ცხოველად, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო აგრესიული. ეს სიმბოლო უკვე გამოყენებული ქონდა ფრანგულს გუნდებს - ყოფილ ფეხბურთის მოთამაშეს, ჯინ რიგალს ეცვა უნიფორმა ამ ემბლემით, 1910წლის მაისში[15].საწყის ეტაპზე, სიმბოლო იყო თეთრი და წითელი, მაგრამ შემდეგ შეიცვალა ფერადით. 1970წლიდან კი საფრანგეთის ემბლემა ოქროსფერი მამალია[16].

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მიერ გამოყენებულმა ამ სიმბოლომ მოიტანა დიდი წარმატება, შემდეგ კი საფრანგეთის დელეგაციამ ითხოვა იგი 1920 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის, სადაც მამალი იჯდა ხუთ ოლიმპიურ ბეჭედზე[17]. ამის შემდეგ, მამალი გახდა საფრანგეთის სპორტული გუნდების ცნობილი სიმბოლო. ცნობილია, რომ თამაშის წინ, საფრანგეთის გულშემატკივრები მამლებს უშვებდნენ მოედანზე[18].

საფრანგეთის გუნდები ტრადიციულად თამაშობენ ლურჯ მაისურში, თეთრ შორტებში და წითელ გეტრებში. ამიტომ მათ ეძახდნენ les tricolores. იმის გამო, რომ ამჟამინდელი Nike-ის ფორმა მკაფიო ლურჯია, რაგბის გუნდს les bleus-საც (ცისფრები) ეძახიან, მსგავსად ბევრი სხვა საფრანგეთის სპორტული გუნდებისა. როდესაც საფრანგეთისა და მისი მოწინააღმდეგის მაისურები ერთმანეთის მსგავს ფერებშია, ამ დროს საფრანგეთის მორაგბეებს აცვიათ თეთრი მაისურები. ახალი მაისურები შექმნეს 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. საფრანგეთმა 2009წლის ნოემბერშიც წარმოადგინა ახალი მაისური, რომელიც შედარებით მუქი ლურჯი მაისურისგან, თეთრი შორტებიდა და წითელი გეტრების შედგებოდა. სათადარიგო ფორმა კი თეთრი მაისურით, ლურჯი შორტებითა და ლურჯი წინდებისგან შედგება.

სტადიონები

საფრანგეთი მასპინძლობს All Blacksს სტად დე ფრანზე

ადრეული წლებში, საფრანგეთი ატარებდა საერთაშორისო მატჩებს პარკ დე პრენსსა და სტად ოლიმპიკზე, რომლებიცპარიზში[19][20]. სტად ოლიმპიკი იყო მთავარი სტადიონი 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მატჩებისათვის.[3]

უდიდესი სტადიონი, სადაც საფრანგეთი ატარებს მატჩებს, არის სტად დე ფრანსი სენ-დენიში, პარიზთან მახლობლად. ამ სტადიონზე თამაშობენ ექვსი ერის ჩემპიონატის თამაშებს. იგი იტევს 80,000 მაყურებელს[21][21]. 2005 წლიდან 2008წლამდე სეზონებში, საფრანგეთი ასევე ატარებთა საერთაშორისო თამაშებს სტად ჟერლანზე, ლიონი; ველოდრომზე,მარსელი; სტად დე ბოჟუარზე, ნანტი; სტად ბონალზე, სოშო და ტულუზის სტადიონზე, ტულუზა[22].

მსოფლიო თასის სტადიონები [რედაქტირება]

1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის (რომელშიც შედიოდა საფრანგეთი) თამაშები იმართებოდა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში: ბეზე, ბაიონა, გრენობლი, ტულუზა, ბრივა და აჟენი. პარკ დე პრენმა და ლილის სტადიონმა უმასპინძლა მეოთხედ ფინალებს[23]. 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩები გაიმართა საფრანგეთის შემდეგ ქალაქებში: ბეზე, ბორდო და ტულუზა. მეორე რაუნდის მატჩი გაიმართა სტად ფელიქს ბოლერტზე, ხოლო ერთი მეოთხედფინალი გაიმართა სტად დე ფრანზე.

2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა საფრანგეთში, ამიტომ მატჩებისათვის გამოყოფილი იქნა ათი სტადიონი მთელი ქვეყნის გარშემო (კარდიფმა (უელსი) და ედინბურგმა (შოტლანდია) ასევე უმასპინძლეს რამოდენიემ თამაშს)[24]. საფრანგეთის ქალაქები, რომლებმაც უმასპინძლეს ჩემპიონატს, ესენია: ბორდო (შაბან-დელმა), ლანსი (სტად ფელიქს ბოლერტი), ლიონი (სტად ჟერლანი), მარსელი (ველოდრომი), მონპელიე (სტად დე ლა მოსონი), ნანტი (სტად დე ბოჟუარი), პარიზი (სტად დე ფრანსი, სენ-დენი და პარკ დე პრენსი), სენ-ეტიენი (სტად ჯეფრი-გიჩარდი) და ტულუზა(ტულუზას სტადიონი)[24]. ფინალი ჩატარდა სტად დე ფრანსზე.

ჩანაწერები

ექვსი ერის ჩემპიონატი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ყოველწლიურად მონაწილეობს ექვსი ერის ჩემპიონატში, სადაც იგი უპირისპირდება ხუთ ევროპულ გუნდს. ესენია: ინგლისი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი. საფრანგეთმა პირველად ითამაშა ტურნირში 1910 წელს, როდესაც Home Nations გახდა ხუთი ერის[25]. საფრანგეთი იქნა გაგდებული ტურნირიდან 1932 წელს, ხოლო შემდეგ კვლავ შეუერთდა 1947 წელს. მათ პირველად გაიმარჯვეს 1954 წელს და გაუზიარა გამარჯვება ინგლისისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს. შემდეგ წელს საფრანგეთმა კვლავ უელსს გაუზიარა გამარჯვება, ხოლო 1959 წელს, პირველად მოიგო წმინდად.[25]. საფრანგეთის ყველაზე გრძელმა შესვენებამ შემპიონობისაგან გასტანა 37 ტურნირი (1910-1954). საფრანგეთს აქვს 16 წმინდა და 8 გაზიარებული მოგება, რითაც ჩამორჩება ინგლისსა და უელსს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ მათთან შედარებით, საფრანგეთს 30 ტურნირით ნაკლები აქვს ნათამაშები.

ინგლისის დროშა
ინგლისი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
ირლანდიის დროშა
ირლანდია
იტალიის დროშა
იტალია
შოტლანდიის დროშა
შოტლანდია
უელსის დროშა
უელსი
ტურნირის რაოდენობა107771079107107
წმინდა მოგება (გაზიარებული მოგება)25 (10)16 (8)11 (8)0 (0)14 (8)24 (11)
დიდებული შლემი12820310
სამმაგი გვირგვინი23N/A10N/A1019

მსოფლიო ჩემპიონატი [რედაქტირება]

იმის მიუხედავად, რომ 1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, საფრანგეთი ყოველ ჩემპიონატზე გადის, მათ არასდროს მოუგიათ შეჯიბრი[26]. ნაკრები ყოველ ჩემპიონატზე აღწევს მეოთხედფინალამდე. ორჯერ ფინალშიც კი გავიდა. 1987 წელს დამარცხდა All Blacks-Tan 29-ით 9[27].1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, საფრანგეთის ნაკრები გამოაგდო ინგლისის ნაკრებმა მეოთხედფინალიდან. 1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში საფრანეგთი გავიდა მესამე ადგილზე. მან დაამარცხა ინგლისის მესამე ადგილისსთვის მატჩში. 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, საფრანგეთმა მოუგო All Blacks-ს ნახევარფინალში[28] და შემდეგ წააგო ავსტრალიასთან 35-ით 12. 2003 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, საფრანგეთი გავიდა მეოთხე ადგილზე[29]. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, საფრანგეთმა წააგო ინგლისთან 14-ით 9. შემდეგ კი მესამე ადგილისთვის მატჩი წააგო არგენტინასთან.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები არის მესამე ადგილზე მსოფლიო ჩემპიონატში გატანილი ქულების მიხედვით, 1195 ქულით. მათ ასევე დადებული აქვთ რიგით მესამე ყველაზე მეტი ლელო, ხოლო რიგით მეორე - ყველაზე მეტი გარდასახვა[30].

საფრანგეთის ტიერი ლაროქსმა შეაგროვა ყველაზე მეტი ქულა 1995 წლის ჩემპიონატში[31], ხოლო ჯინ-ბაპტისტა ლაფონდმა დადო ყველაზე მეტი, 6 ლელო 1991 წლის ტურნირში[32].

საერთო [რედაქტირება]

საფრანგეთს სულ ნათამაშები აქვს 635 ტესტ მატჩი, რომლის 55.66% - 354 მატჩი აქვს მოგებული[33][34]. როდესაც მსოფლიო რეიტინგი იქნა შემოღებულირაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ 2003 წელს, საფრანგეთი შეაფასეს მეხუთე ადგილზე. 2003 წლის ნოემბრის განმავლობაში, საფრანგეთს ეკავა მესამე ადგილი, მანამ, სანამ ამავე წლის დეკემბერში არ ჩამოვიდოდა მეოთხე ადგილზე. 2004 წლის ნოემბერში მეხუთე ადგილზე ჩამოსვლის შემდეგ, საფრანგეთი კვლავ მეოთხე ადგილზე ავიდა, 2005 წლის აპრილში. ადრეულ 2006 წელს, საფრანგეთმა კვლავ გაიუმჯობესა მდგომარეობა და ამ წლის ივლისში მიაღწია მეორე ადგილს. 2007 წლის ივნისამდე, საფრანგეთი მეორე ადგილზე იყო, თუმცა All Blacks-თან ორჯერ დამარცხების შემდეგ დაკარგა მეორე ადგილი. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩში, არგენტინასთან წაგების შემდეგ, საფრანგეთი ჩამოვიდა მეხუთე ადგილზე[35].

ეს არის ტესტ მატჩების ჩანაწერების ცხრილი ყველა ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ, ვისთანაც საფრანგეთის ნაკრებს უთამაშია. 2009 წლის 22 ივნისისმონაცემები[33][36]:

მოწინააღმდეგე↓თამაშების
რაოდენობა↓
მოგება↓ფრე↓წაგება↓მოგების
პროცენტულობა↓
არგენტინის დროშა არგენტინა413011073.2%
ავსტრალიის დროშა ავსტრალია361621844.4%
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები10010%
კანადის დროშა კანადა760185.7%
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი2200100%
კოტ-დ'ივუარის დროშა კოტ-დ'ივუარი1100100%
ინგლისის დროშა ინგლისი903574839%
ფიჯის დროშა ფიჯი7700100%
საქართველოს დროშა საქართველო1100100%
გერმანიის დროშა გერმანია15130286.7%
ირლანდიის დროშა ირლანდია845152860.7%
იტალიის დროშა იტალია27260196.3%
იაპონიის დროშა იაპონია2200100%
ნამიბიის დროშა ნამიბია5500100%
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია481213525.5%
რუმინეთის დროშა რუმინეთი50402880%
სამოას დროშა სამოა1100100%
შოტლანდიის დროშა შოტლანდია814433454.3%
სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკა371162029.7%
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ310233.3%
ესპანეთის დროშა ესპანეთი1100100%
ტონგას დროშა ტონგა320166.7%
ტუნისის დროშა ტუნისი1100100%
აშშ-ის დროშა აშშ760185.7%
უელსის დროშა უელსი843934246.4%
დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია1100100%
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე1100100%
საერთო6363543025255.7%

მოთამაშეები [რედაქტირება]

ამჟამინდელი შემადგენლობა [რედაქტირება]

28 ოქტობმერს, საფრანგეთმა წარადგინა თავიანთი შემადგენლობა შემოდგომის საერთაშორისო მატჩებისათვის. ტიერო დუსოტუა იქნა არჩეული ახალ კაპიტნად. ამასთან, ნაკრებს ოთხი ახალი მოთამაშე დაემატა[37]. ლიუკ დუკალკონი იქნა გამორიცხული საფრანგეთის სატესტო მატჩიდან სამხრეთ აფრიკასთან და იგი ჩაანაცვლა ჯინა-ბაპტისტა პუქსიმ. ამ ტრავმის გამო, ნაკრებმა ასევე გამოიძახა გილემ გირადო[38][39]. ანტონ ბურბანი ტრავმის გამო ჩაანაცვლა ჟულიენ ბონარიმ[40]. ოდრაგო ჩაანაცვლა იბრაჰიმ დიარამ[41]. სამოასთან სატესტო მატჩში გამოჩნდა ჟულიენ პურიკელი[42].

  • გამოსვლები აღდგენილია შემოდგომის საერთაშორისო მატჩებამდე.

მთავარი მწვრთნელი: მარკ ლივრემონტი

პოზ.მოთამაშედთ/ასაკიგამოსვლაკლუბი
კვაჭიგილემ გირადო17 ივნისი 1986 (ასაკი 23)2საფრანგეთის დროშა Perpignan
კვაჭიუილიამ სერვატი9 თებერვალი 1978 (ასაკი 32)23საფრანგეთის დროშა Toulouse
კვაჭიდიმიტრი შვარცევსკი26 იანვარი 1983 (ასაკი 27)38საფრანგეთის დროშა Stade Français
ბურჯიფაბიერ ბარსელა27 ოქტომბერი 1983 (ასაკი 26)9საფრანგეთის დროშა Biarritz Olympique
ბურჯიტომას დომინგო20 აგვისტო 1985 (ასაკი 24)4საფრანგეთის დროშა Clermont Auvergne
ბურჯისილვენი მარკონეტი8 აპრილი 1976 (ასაკი 34)76საფრანგეთის დროშა Stade Français
ბურჯინიკოლას მასი23 მაისი 1980 (ასაკი 30)27საფრანგეთის დროშა Perpignan
ბურჯიჯინა-ბაპტისტა პუქსი26 სექტემბერი 1979 (ასაკი 30)23საფრანგეთის დროშა Toulouse
მხტომელისებასტიან შაბალი8 დეკემბერი 1977 (ასაკი 32)49საფრანგეთის დროშა Racing Métro
მხტომელირომან მილო-შლუსკი20 აპრილი 1983 (ასაკი 27)10საფრანგეთის დროშა Toulouse
მხტომელილიონელ ნალეტი14 სექტემბერი 1976 (ასაკი 33)47საფრანგეთის დროშა Racing Métro
მხტომელიპასკალ პაპე5 ოქტომბერი 1980 (ასაკი 29)22საფრანგეთის დროშა Stade Français
გარემარბიიბრაჰიმ დიარა25 მაისი 1983 (ასაკი 27)1საფრანგეთის დროშა Castres Olympique
გარემარბიტიერო დუსოტუა (c)18 ნოემბერი 1981 (ასაკი 28)25საფრანგეთის დროშა Toulouse
გარემარბიალექსანდრ ლაპანდრი13 აპრილი 1989 (ასაკი 21)0საფრანგეთის დროშა Clermont Auvergne
გარემარბიფულგენს ოუდრაოგო21 ივლისი 1986 (ასაკი 23)17საფრანგეთის დროშა Montpellier Hérault
გარემარბიჟულიენ პურიკელი1 აგვისტო 1981 (ასაკი 28)2საფრანგეთის დროშა Bayonne
რვა ნომერიჟულიენ ბონარი20 სექტემბერი 1978 (ასაკი 31)44საფრანგეთის დროშა Clermont Auvergne
რვა ნომერიიმანოლ ჰარინორდოკი20 თებერვალი 1980 (ასაკი 30)56საფრანგეთის დროშა Biarritz Olympique
რვა ნომერილუი პიკამოლესი5 თებერვალი 1986 (ასაკი 24)14საფრანგეთის დროშა Toulouse
ჰავბეკიჟულიენ დიუპი19 დეკემბერი 1983 (ასაკი 26)3საფრანგეთის დროშა Stade Français
ჰავბეკიმორგან პარა15 ნოემბერი 1988 (ასაკი 21)9საფრანგეთის დროშა Clermont Auvergne
პირველი პივოტიფრედერიკ მიშალაკი16 ოქტომბერი 1982 (ასაკი 27)51საფრანგეთის დროშა Toulouse
პირველი პივოტიფრანკოს ტრინ-დიუკი11 ნოემბერი 1986 (ასაკი 23)12საფრანგეთის დროშა Montpellier Hérault
ცენტრიიან დავიდი15 აპრილი 1988 (ასაკი 22)1საფრანგეთის დროშა Toulouse
ცენტრიიანიკ ჟოზიონი28 ივლისი 1978 (ასაკი 31)61საფრანგეთის დროშა Toulouse
ცენტრიდევიდ მარტი30 ოქტომბერი 1982 (ასაკი 27)22საფრანგეთის დროშა Perpignan
ცენტრიმაქსიმ მერმოზი28 ივლისი 1986 (ასაკი 23)4საფრანგეთის დროშა Perpignan
ფრთავინსენტ კლერკი7 მაისი 1981 (ასაკი 29)36საფრანგეთის დროშა Toulouse
ფრთაბენჟამინ ფალი29 აპრილი 1989 (ასაკი 21)0საფრანგეთის დროშა Bayonne
ფრთაკედრიკ ჰეიმანსი20 ივლისი 1978 (ასაკი 31)52საფრანგეთის დროშა Toulouse
ფულბეკიმაქსიმ მედარდი16 ნოემბერი 1986 (ასაკი 23)11საფრანგეთის დროშა Toulouse
ფულბეკიდამიენ ტრელი12 ივნისი 1979 (ასაკი 30)71საფრანგეთის დროშა Biarritz Olympique

აღსანიშნავი ფეხბურთელები [რედაქტირება]

ექვსი ყოფილი საფრანგეთის ნაკრების მოთამაშე წარდგენილია საერთაშორისო რაგბის დიდების დარბაზში: სერჟ ბლანკო, ანდრე ბონიფაკე, ჯო მასო, ჯინა პრეტი, ჯინა-პიერ რივსი და ფილიპე სელა[43]. სელა ასევე წარდგენილი იყო IRB-ის დიდების დარბაზში[44].

ჯინა პრეტიმ (1923-2005) დააგროვა 51 გამოსვლა საფრანგეთის მაისურში 1945 წლიდან 1955 წლამდე. იგი იყო საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი, როდესათ მათ მოუგეს პირველად უელსსა და All Blacks-ს[45]. იგი იყო ასევე საფრანგეთის კაპიტანი 1954 წელს, როდესაც მოიგეს მათ პირველი ხუთი ერის თასი (უელსთან და ინგლისთან გაზიარებით)[46].

ანდრე ბონიფაკე ასევე თამაშობდა საფრანგეთში, როდესაც მოუგეს All Blacks-ს 1954 წელს. ეს იყო მისი მხოლოდ მეორე სატესტო მატჩი. ბონიკაფემ საფრანგეთის მაისურში ითამაშო 48 სატესტო თამაში. 1966 წელს რაგბს დაანება თავი[47].

ჯო მასომ საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა 1966-1973 წლებში, ძირითადად ცენტრში. მან ითამაშა საფრანგეთის ხუთის ერის დიდებულ შლებზე 1968წელს[48] და ამ წელსვე იყო ტურნეზე ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. მან ჩაატარა 25 სატესტო მატჩი საფრანგეთის ნაკრებში. ასევე თამაშობდაBarbarian F.C.-სა და მსოფლიო XV-ში, რომელბმაც მოუგეს ინგლისს 1971 წელს[49]. ამჟამად, იგი არის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მენეჯერი.

ჯინა-პიერ რივსიმ ჩაატარა 59 თამაში საფრანგეთის ნაკრებში, 1975-1984 წლებში, აქედან 34 მატჩში კაპიტანი იყო. მან ითამაშა ხუთის ერის დიდებულ შლემზე 1977 და 1981 წლებში. იგი იყო საფრანგეთის კაპიტანი მაშინ, როდესაც მოუგეს პირველად All Blacks-ს ახალ ზელანდიაში[50]. რივსი ამჟამად გახლავთ საერთაშორისოდ ცნობილი მოქანდაკე.

სერჟ ბლანკომ ჩაატარა 93 სატესტო მატჩი საფრანგეთის ფორმაში, 1980-1991 წლებში. ხუთის ერის დიდებული შლემი მოიგო 1981 და 1987 წლებში, და თამაშობდა ფულბეკის პოზიციაზე. 1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ავსტრალიის ნაკრებთა, ბლანკომ დადო მატჩის მომგები ლელო[51]. ამჟამად იგი არის საფრანგეთის ეროვნული პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტი.

ფილიპე სელამ ჩაატარა 111 მატჩში საფრანგეთის მაისურში 1982-1995 წლებში, რაც თავის დროზე რეკორდი იყო, რომელიც შემდეგ ფაბიერ პელუსმაგააუმჯობესა. 1986 წელს, მან მიაღწია იშვიათ გმირობას: ყოველი ხუთი ერის მატჩში დებდა ლელოს[52][53][54].

ინდივიდუალური რეკორდები [რედაქტირება]

საფრანგეთის ნაკრებში გატანილი ქულების რეკორდი დამყარებულია ქრისტოფ ლამეისონის მიერ. მის ანგარიშზე 380 ქულაა[55]. ასევე მას აქვს დამყარებული რეკორდი 60 გარდასახვით[55]. საფრანგეთის მაისურში ყველაზე მეტი, 118 მატჩი ჩაატარა ფაბიერ პელუსიმ[55]. ყევლაზე მეტი, 38 ლელო აქვს დადებული სერჟ ბლანკოს[55].

წვრთნა [რედაქტირება]

მწვრთნელები [რედაქტირება]

ჟან დესკლოქსის მწვრთნელოს დროს, 1973-1980 წლებში, საფრანგეთის გუნდის მთავარი გავლენა 1970-იანი წლების ბოლოს იყო კაპიტანი ჟაკ ფოროქსი. ფოროქსიმ თამაშობდა ჰავბეკის პოზიციაზე და იყო საფრანგეთის კაპიტანი 1977 წლის ხუთი ერის გრანდ სლემზე, როდესაც საფრანგეთი თამაშობდა ძალიან შემტევ-ორიენტირებულ რაგბს[56] Although the style of Fouroux's Gang was successful, it was criticised because it contrasted with the traditional open attacking style of French rugby.[56]. ფოროქსის შეარქვეს ზედმეტსახელად "პატარა კაპრალი" - ისევე, როგორც ნაპოლეონ ბონაპარტეს[57]. ფოროქსი გახდა დესკლოქსის მემკვიდრედ 1981 წელს, 33 წლის ასაკში. მან გააგრძელა შემტევ-ორიენტირებული სტილის თამაში და მისი მწვრთნელობის პერიოდში, საფრანგეთმა მოიგო ექვსი ხუთი ერის თარის წოდება, მათ შორის ორი დიდებული შლემი. დაახლ. 10 წლის მწვრთნელობის შემდეგ, იგი გადადგა 1990წელს, რომინეთთან წაგების შემდეგ[58].

ფოროკსის შემდეგ მოვიდა დანიელ დუბროკა, რომელის იყო გუნდის მწვრთნელი 1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დროს[59].

დუბროკას მწვრთნელობის პერიოდი დიდ ხნას არ გაგრძელებულა და გადადგა მსაჯთან, დევიდ ბიშოპთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ[59][60]. დუბროკა ჩაანაცვლა პიერ ბერბიზერიმ, რომელმაც გაწვრთნა საფრანგეთის ნაკრები 1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრებამდე[61]. ბერბიზერიმ ჩაანაცვლა ჟან-კლოდ სკრელამ, რომელიც გახლთად საფრანგეთის მწვრთნელი 1997 და 1998 წლების ხუთის ერის დიდებული შლემის დროს[62]. იგი ოფიციალურად გადადგა 1999 წელს, როდესაც გუნდი დამარცხდა 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ავსტრალიასთან. სკრელა ჩაანაცვლა ბერნარდ ლაპორტიმ[63]. ლაპორტი უძღვებოდა საფრანგეთს 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში. იგი გადადგა და ჩაანაცვლა მარკ ლივრემონტიმ, რომელიც ამჟამად საფრანგეთის მწვრთნელია[64].

სახელიპერიოდი
ჟან პრეტი1964–1968
ფერნანდ კაზენავი1968–1973
ჟან დესკლოქსი1973–1980
ჟაკ ფოროქსი1981–1990
დანიელ დუბროკა1990–1991
პიერ ბერბიზერი1991–1995
ჟან-კლოდ სკრელა1995–1999
ბერნარდ ლაპორტი1999–2007
მარკ ლივრემონტი2007-დღემდე

No comments:

Post a Comment