Wednesday, June 2, 2010

დერეფანი


როდესაც ერთი გუნდის მოთამაშე გადააგდებს ბურთს მოედნის გვერდით ხაზს იქით, ინიშნება დერეფანი მეორე გუნდის სასარგებლოდ. ამ წესიდან გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ბურთი გადადის საჯარიმო დარტყმიდან. ამ დროს დერეფანი იმ გუნდის სასარგებლოდ ინიშნება, რომელიც ჯარიმას ურტყამდა. ამ მარტივი ხერხის გამოყენებით საჯარიმოს დამრტყმელ გუნდს შეუძლია საკმაო მანძილი მოიგოს და წინ წაიწიოს მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედნისაკენ.

დერეფანი ინიშნება იმ ადგილას, სადაც ბურთი გვერდით ხაზს გადაკვეთს. როგორც წესი, ორივე გუნდის 7 ფორვარდი დგება მოწოდების წერტილიდან, საკუთარი მოედნის მხარეს, ერთ ხაზში - გვერდითი ხაზის მართობულად. მომწოდებელი გუნდის მერვე ფორვარდი (როგორც წესი, ამ როლს ასრულებს კვაჭი, 2 ნომერი) ბურთს აგდებს ზუსტად რიგებს შორის. თითოეული გუნდიდან ერთი ან რამდენიმე მოთამაშე ზემოთ ხტება და ცდილობს რომ მოწოდებული ბურთი დაიჭიროს. როგორც წესი, მხტომელთა ფუნქციებს მეორეხაზელები (4 და 5 ნომრები) ასრულებენ. დანარჩენები კი მათ ახტომაში ეხმარებიან.

თუკი ზემოთ ამხტარი მოთამაშე იჭერს ბურთს, მას შეუძლია დაიჭიროს ის და შეუტიოს მიწაზე დაშვებისას, ან გადააწოდოს თანაგუნდელებს. ყველა ის მოთამაშე, რომელიც დერეფანში არ მონაწილეობს, დერეფნიდან 10 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული.

No comments:

Post a Comment